пятница, 29 июля 2011 г.

მარილიანი სიყვარული


მიჩნეულია, რომ შეყვარებულები მეტად მგრძნობიარენი არიან მარილიანი საჭმლის მიმართ. ვინც სიყვარულს განიცდის , ნებისმიერი კერძი მარილიანი ეჩვენება. სპეციალისტებმა ახლახან გამოავლინეს მარილსა და გრძნობას შორის კავშირის არსებობა. ადამიანები, რომელთა გულს ამურის ისარი მოხვდა, საჭმლის გემოს სხვაგვარად შეირძნობენ. მჟავე და მარილიანი კიდევ მეტად მჟავე და მლაშე ეჩვენებატ, ვიდრე სხვებს, ვინაიდან ჰორმონის ზემოქმედების გამო შეყვარებულებში ენის მგრძნობელობა იმატებს. რატომ ხდება ეს/ შეყვარებულ ადამიანში აქტიურად გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი-სეროტონინი, სემდეგ ის სისხლის მეშვეობით ტვინში ხვდება. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, ენის გემოს რეცეფტორებს იმპულსებს უგზავნის. რაც მეტია სეროტონინი ორგანიზმში, მით უფრო მკვეთრია იმპულსები. ეს ნიშნავს , რაც უფრო ძლიერ არის ადამიანი შეყვარებული, მისი გემოს შეგრძნება მიტ უფრო ძლიერ იცვლება. გემოს გამწვავებული მგრძნობელობა თანდათან გადის, ორგანიზმი სტრესულ სიტუაციას ძლევს დაჩვეულებრივ აღქმას უბრუნდება.

Комментариев нет:

Отправить комментарий