13მლნ. დოლარად შეაფასეს რენე შტრაუსისა და იუველირ
კატცის მიერ შექმნილი , ბრილიანტებით მორთული კაბა. იგი 2006 წელს საქორწინო კაბების
გამოფენაზე წარადგინეს, მაგრამ მყიდველი დღემდე არ გამოუჩნდა.
სულ რაღაც 8,5 მილიონი დოლარი
ღირს იაპონელი დიზაინერის, უმი კაცურის მიერ შექმნილი საქორწინო კაბა, რომელსაც თეთრი
ბრილიანტები და ათასი იაპონური მარგალიტი ამშვენებს.
1961 წელს ჯონ კენედის დაბადების
დღეს, მერლინ მონროს ეცვა ჯან ლუის მიერ შეკერილი კაბა. აღსანიშნავია, რომ კაბაში მსახიობმა
12 ათასი დოლარი გადაიხადა, ხოლო ,,სოთბის“ აუქციონზე ერთმა ნიუ–ორკელმა კომერსანტმა
1,6 მლნ. დოლარად შეიძინა.
პირველად, ბრილიანტებით მორთული, საღამოს შავი კაბა მარია გრახოფოლეგის
ჩვენებაზე მოდელ ჟოდი კიდს ეცვა. თავდაპირველად მისი ფასი 500 ათასი დოლარი იყო, მაგრამ
1,8მლნ.დოლარად გაიყიდა. არაბი პატარძლისთვის ამერიკული საქორწინო კაბების სალონს ბრილიანტებითა
და ,,სვარივსკის“ თვლებით მორთული კავა შეუკვეთეს. დამკვეთმა 300 ათასი დოლარი გადაიხადა.
2007–2008 წლის შემოდგომის ჩვენებაზე
წარმოდგენილი ,,დიორის“ თითოეული კაბა 200 ათას დოლარზე ნაკლები არ ღირდა. რამდენიმე
ჩვენების დასრულებისთანავე გაიყიდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий