вторник, 7 сентября 2010 г.

გაქვთ წყენის მიზეზი?

,,როგორც თბილი სამოსი გვიცავს სიცივისგან, ასევე თავშეკავება გვიცავს წყენისგან“.
ლეონარდო და ვინჩი, იტალიელი მხატვარი



ზოგიერთი ადამიანი ყოველგავრ წვრილმანზე განაწყენდება, ზოგიც-იშვიათ შემთხვევაში. ბურთივით გეჩხირებადა თვალებში ცრემლები გაწვება-ყველასათვის ნაცნობია.
შექება პატარებსაც სიამოვნებთ და მოზრდილებსაც, შენიშვნა-არავის. როდესაც მოზარდ ლამაზ გოგონას დედა ეუბნება: ,,ტორტის ნაჭერს ნუ ჭამ, უკვე დამრგვალდი“, ამ შემთხვევაში უკვე ლოგიკა ერთვება. რადგან ,,დედა მსუქანს მიწოდებს, მაშასადამე, საუკეთესოდ არ მთვლის და ნაკლებად ვუყვარვარ“. ამ სიყვარულის დაკარგვის შიშს თან ერთვის თვითშეფასების რწმენის შერყევით გამოწვეული წყენა.

იპოვეთ ბალან
სი;
როგორ ვებრძოლოთ ამ გრძნო
ბას, რომელიც ცხოვრებას გვიფუჭებს? შეეცადეთ, შეურაცხმყოფელის პოზიციაზ დადგეთ. როდესაცდედა გთხოვთ, ტკბილს არ მიეძალოთ, ამით ის თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს.
გახსოვდეთ: ახლობელი ადამიანი თქვენი კალაპოტიდან ამოგდებას და გულისტკენას არასდროს დაისახავს. მას მხოლოდ კეთილი განძრახვა ამოძრავებს და თქვენი ღირსებებისა და ნაკლოვანებების მიუხედავად, უყვარხართ.



Vincent van Gogh - First Steps

ეს არის ვინსენტ ვან გოგის ერთ-ერთი უძლიერესი და გრძნობებით აღსავსე ნახატი. დაღლილი მამა,ქმრის მოლოდინში მყოფი დედა და პატარა ბავშვის ,,პირველი ნაბიჯები“, რომელიც უებარი წამალია მამის დაღლილობისა.... მართლაც რომ გასაოცარი და მრავლისმეტყველია..

სიტყვებით ამის გადმოცემა საშინლად ძნელია, ისეთი რომ ვერ აღბეჭდავს ადამიანი...

воскресенье, 5 сентября 2010 г.

Once popular „Lambada“




Music will make his case ...
Lambada give freedom of circulation of velvety ...
And also engage in his arms ....

სად ცხოვრობდნენ და წერდნენ:პარიზი, საფრანგეთი



ევროპის ამ ქალაქში მოღვაწეობდნენ მსოფლიოს საუკეთესო მწერლები, მხატვრები, კომპოზიტორები. პარიზის ქუჩებში დასეირნობდნენ- ვოლტერი, ჰიუგო, დიუმა, ბალზაკი. შტამთაბეჭდილებების, სექსუალური, რელიგიური და პირადი თავისუფლებისთვის აქ ჩამოდიოდნენ ამერიკელი მწერლებიც: ჰერტუდა სტაინი, ერნესტ ჰემინგუეი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი.

სად ცხოვრობდნენ და წერდნენ:რომი, იტალია


ძველი რომი ანტიკური ფილოსოფოსებისა და მწერლების ქალაქია. მოგვიანებით ქალაქში ხშირად ჩადიოდნენ პესი შელი მეუღლესთან(მერი შელი) ერთად, კიტსი, ჰენრი ჯეიმსი და სხვები.

სეირნობა ზარმაცებისთვის



ფიზკულტურა რომ სასარგებლოა, ამაზაე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ რა ქნან ზარმაცებმა და ნაცარქექიაბმა, დივანზე კოტრიალი რომ უყვართ და ფიზიკური დატვირტვა ეძნელებათ? მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ძალდატანებით ვარჯიში ორგანიზმისთვის
სტრესია, მაშასადამე, საზიანოც. ზარმაცებისთვის(და არა მარტო ზარმაცებისთვის) საუკეთესო ფიტნესი აუჩქარებლად გასეირნებაა. ფორმისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად კვირაში 4-ჯერ სუფთა ჰაერზე ფეხით 20წუთიანი გასეირნებაც საკმარისია.

„ჭკვიანი“ საკვები



წინ სერიოზული სასწრაფო სამუშაო ( გამოცდებისთვის მზადება ან რთული პროექტის დაწერა) გელით. თქვენ კი დაბნეული ხართ და ყურადღების კონცენტრაციას ვერაფრით ახერხებთ? საჭიროა პაუზა გააკეთთ და კარგად დაწყნარდეთ. მიირთვთ ცილით მდიდარი პროდუქტი: კვერცხი, ქათმის ხორცი, საქონლის უცხიმო ხორცი, ზღვის პროდუქტები, ნიგოზი, ღვიძლი. სწორედ ისინი უზრუნველყოფენ მაღალ შრომისუნარიანობას, ინტელექტს ასტიმულირებენ და მეხსირებას აუმჯობესებენ.

სად ცხოვრობდნენ და წერდნენ: ნიუ-ორკი, აშშ


ჯეკ კერუაკის, ალენ გინზბერგის, ზორა ნილ ჰერსტონის, ლენგსტონ ჰიუზის და სხვათა თაყვანისმცემლები ,,დიდ ვაშლს“ უნდა ეწვიონ.
http://www.youtube.com/watch?v=x2OVAspLrX4&feature=player_embedded#!

სად ცხოვრობდნენ და წერდნენ: ლონდონი, ბრიტანეთი



მრავალი ინგლისელი ლონდონში ან დაიბადა, ან ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა. ჩარლზ დიკენსის თაყვანისმცემლებს შეუძლიათ, ამ ქალაქში მწერლის სახლ-მუზეუმი დაათვალიერონ. იქვე იპოვით ისეთ ადგილებს, სადაც გამოძიებას არტურ კონან დოილის გამომძიებელი-შერლოკ ჰოლმსი ატარებდა. ერთ-ერთი ასეთი ,,რეზიდენცია“ ბეიკერ-სთრითზე მდებარეობს. ლონდონში, წიგნებში აღწერილ ადგილებს მოინახულებენ ჯეფრი ჩოსერის, ჯონ კიტსის, ჰერბერტ უელსისა და სხვათა შემოქმედების თაყვანისმცემლები.

რაინდობა ყველას სურს გულის სიღრმეში


დონ კიხოტი რაინდობის ეპოქაში რაინდობის წინააღმდეგ იბრძოდა, ხოლო ახლა როცა რაინდობა აღარაა, ვინმემ რომ წაიკითხოს , პირიქით, რაინდობა მოუნდებათ.

მწარე რეალობა...





ერთი მფრინავი ეუბნება მეორეს: -
უთხარი ამ პარაშუტისტებს, შეწყვიტონ ფრენა, ჩვენ ჯერ არ ავფრენილვართ...