пятница, 29 июля 2011 г.

პარფიუმერიით ბოროტად ნუ ისარგებლეთ!


როგორ გამოვიყენოთ სწორად სუნამო, ტუალეტის წყალი და სსვა დაშუალებები?

პარფიუმერიას პირდაპირ სახეზე ნუ იფრქვევთ. ამან შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, ხოლო ცხელ, მზიან ამინდში-დერმანტიტი. უმჯობესია მსუბუქი არომატი სამოსზე იპკუროთ.

ნებისმიერი პარფიუმერია შეიცავს სპირტს, ამიტომ კანს აშრობს. ყველაზე მეტი სპირტია სუნამოებში, უფრო ნაკლები-პარფიუმერულ წყალში , კიდევ უფრო ცოტა-ტუალეტის წყალში, ხოლო მინიმალური რაოდენობა -ოდეკოლონში.

არომატულ ნივთიერებით ბოროტად ნუ ისარგებლეთ. სასიამოვნო სუნიც კი მსუბუქი, ოდნავ შესაგრძნობი უნდა იყოს და არა-თავის ტკივილის გამომწვევი.


სიცილი აახლოებს


მეცნიერები თვლიან, რომ სიცილი ხუმრობაზე არამხოლოდ რეაქციაა. ის სოციალური ურთიერთქმედების ერთ-ერთი მექაანიზმია. სწორედ სიცილი ეხმარება ადამიანებს კონტაქტის სწრაფად სიცილი ეხმარება ადამიანებს კონტაქტის სწრაფად დამყარებაში, ჯგუფში გაერთიანებაში. ამიტომ სიცილი ს უნარი მეტად მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობის დასამყარებლად. როდესაც სხვა ადამიანებთან ერთად იცინით, ამით მას აგებინებთ, რომ თქვენ ბევრი გაქვთ საერთო.

გემოვნება დაბადებამდე ყალიბდება



მედიკოსები ირწმუნებიან, როომ ამა თუ იმ პროდუქტის ჭამის ჩვევა ადამიანებს კერ კდიევ მუცლადყოფნის პერიოდიდან უყალიბდებათ. ინგლისელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო ადრეც ფორმირდება. დადგინდა., რომ სიყვარული როგორც სასარგებლო, ისე ორგანიზმისთვის საზიანო პროდუქტის მიმართ, მემკვიდრეობითაც შეიძლება გვერგოს.
მეც ნიერებმა ორსულ ქალებზე დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ დიდები ორსულობის პერიოდში ჭამდნენ დიდი რაოდენობით ხილსა და ბოსტნეულს, ამ საკვები პროდუქტების მიმართ სიყვარული საკუთარ შვილებს ჯერ კიდევ მუცელშივე გადასცეს.
მეცნიერთა მოსაზრებით მცენარეული საკვების სიყვარული ბავშვს გადაეცემა ამნიოტიკური სითხით და დედის რძით.

მარილიანი სიყვარული


მიჩნეულია, რომ შეყვარებულები მეტად მგრძნობიარენი არიან მარილიანი საჭმლის მიმართ. ვინც სიყვარულს განიცდის , ნებისმიერი კერძი მარილიანი ეჩვენება. სპეციალისტებმა ახლახან გამოავლინეს მარილსა და გრძნობას შორის კავშირის არსებობა. ადამიანები, რომელთა გულს ამურის ისარი მოხვდა, საჭმლის გემოს სხვაგვარად შეირძნობენ. მჟავე და მარილიანი კიდევ მეტად მჟავე და მლაშე ეჩვენებატ, ვიდრე სხვებს, ვინაიდან ჰორმონის ზემოქმედების გამო შეყვარებულებში ენის მგრძნობელობა იმატებს. რატომ ხდება ეს/ შეყვარებულ ადამიანში აქტიურად გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი-სეროტონინი, სემდეგ ის სისხლის მეშვეობით ტვინში ხვდება. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, ენის გემოს რეცეფტორებს იმპულსებს უგზავნის. რაც მეტია სეროტონინი ორგანიზმში, მით უფრო მკვეთრია იმპულსები. ეს ნიშნავს , რაც უფრო ძლიერ არის ადამიანი შეყვარებული, მისი გემოს შეგრძნება მიტ უფრო ძლიერ იცვლება. გემოს გამწვავებული მგრძნობელობა თანდათან გადის, ორგანიზმი სტრესულ სიტუაციას ძლევს დაჩვეულებრივ აღქმას უბრუნდება.

ვის აქვს ყველაზე ბედნიერი ბავშვობა?

სოციოლოგიურმა გამოკითხვამ, რომლეშიც 21 სახელმწიფოს მოქალაქეები მონაწილეობდნენ, აჩვენა , რომ ყველაზე ბედნიერი ბავშვობა ჰოლანდიელებს აქვთ. ამ სიაში ბოლო ადგილზე ინგლისია. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დიდ ბრიტანეთში ბავშვების უმრავლესობა ცხოვრობს არასრულ ოჯახში. მათ აღზრდასა და განათლებაზე მიზერული თანხები იხარჯება და ისინი ხშირად ხვდებიან ცუდ წრეში. ასევე გამოვლინდა, რომ ბრიტანეთში გოგონები ყველაზე ადრე 14-15 წლის ასაკში იწყებენ სექსუალირ ცხოვრებას.

იმ ქვეყნების ხუთთეული, სადაც ყველაზე ბედნიერი ბავშვები ცხოვრობენ, ასე გამოიყურება: 1. ჰოლანდია. 2. შვედეთი. 3. დანია. 4. ფინეთი. 5. ესპანეთი