пятница, 6 августа 2010 г.

აი, სწორედ „ასეთი“ ჩანაწერები


ჩემი ჩანაწერები- მხოლოდ ჩემთვისაა. ჩემი ჩანაწერები მხოლოდ იმ განწყობილების აღდგენას ემსახურება, რაც ჩანაწერის დროს მქონდა. ეს ჩანაწერები ,,ასეთა“ იმიტომ, რომ ამ წუთში სწორედ ასეთი ჩანაწერები მე მჭირდება, სწორედ „ასეთი“ სახით, ამიტომ, ჩანაწერის აზრიც, ცხადია, მხოლოდ ჩემია. ამ ჩანაწერებში სრულებითაც არ ვცდილობ, რაღაც დავტიო. ის, რაც მათში იგულისხმება მხოლოდ წაკითხვისას უნდა გამიახლდეს.

ფოთლები დასცვივდება და ზრდას შეაჩერებს, ისიც გახმება...


მცენარის არსებობის აზრი მუდმივ ზრდაშია. კაცის სული მარადმწვანე მცენარეა, როგორც კი ფოთლები დასცვივდება და ზრდასშეაჩერებს, გახმება.


სწორედ ასე, და როცა მე მას ვუცქერდი თვალებში, ვფიქრობდი, რა საჩიროა სიცოცხლე, როცა ასე ერთ წამში მთელი ცხოვრება შეიძლება განიცადო. კაცი, ალბათ იმიტომ ცხოვრობს, რომ ასეთი რამ შექმნას, სადღაც ვიღაცას მსგავსი წუთი განაცდევინოს.

,,O“


ვინც პირველად დახატა ,,O “ და გაიფქრა მზეაო, ისიც ისეთივე გენიოსი იყო, როგორც, ვთქვათ, უდიდესი აღმომჩენი. მასაც იგივე გრძნობა დაებადა ,,გაუგებრობისა“ და „აუცილებლობისა“ , როგორც გენიოსებს







წერის მანერა


-ეს როგორ მოიფიქრეთ?
- წერის დროს უნდა ეცადო, ძალიან სერიოზული არ იყო და ყველაფერს მოიფიქრებ მეთქი.

четверг, 5 августа 2010 г.

Stories: Adidas & Puma



ვიცით, რომ „ადიდასის“ სახაელწოდება მის დამაარსებელ ადოლფ დასლერს კავშირდება, ხოლო პუმა, მისმა ძმამ-რუდოლფ დასლერმა შექმნა. როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, მათი მამა უბრალო პურის მცხობელი იყო. ძმებმა ფეხსაცმელების სამკერვალო გახსნეს. ადოლფი დიზაინერის როლში იყო, ხოლო რუდოლფი მარკეტოლოგობდა. მეორემსოფლიო ომის შემდეგ, ძმებმა სერიოზულად იჩხუბეს და 60-კაციანიფირმა ,,დასლერის“ გაყოფა გადაწყვიტეს. ყოველივე პატარა გერმანულ ქალაქ ჰერცოგენაურახში ხდებოდა. ამ უთანხმოებამ ქალაქის მოსახლეობაც ორად გაყო. ადოლფისა და რუდოლფის მომხრეები სხვადსხვა სამიკიტნოებში დადიოდნენ, სხვადასხვა ლუდს სვამდნენ და არ ცნობდნენ ერთმანეთს. შვილებიც კი სხვასხვა სკოლებში შეჰყავდათ. მოგვიანებით, კომპანიებმა, საფეხბურთო გუნდები შეიძინეს, დღესაც ასეა, თუ., მაგალითად, „ადიდასის“ თანამშრომელს „პუმას“ ნაწარმის ტარებაში ამხელენ, მას სამუშაოს დაკარგვა ემუქერება და პირიქით.



Which you prefer?

Red bull


ენერგეტიკული სასმელი ,,რედ ბული“ 1982წელს იშვა, როდესაც დიტრიხ მატეშიცმა იმოგზაურა და იქ გავრცელებული ე.წ. ,,ენერგაიზერბით“ დაინტერესდა. მან ცნობილი ტაილანდური ენერგეტიკული სასმელის kraiting daeng ლიცენზია დაასევე იაპონური ფარმაცევტულ
ი საწარმოს taisho pharmaceuticals რეცეპტის გამოყენების უფლება მისცეს. თუმცა, როდესაც ის თავის სასმელს ევროპაში ნერგავდა, მას ძლიერი კონკურენტები ჰყავდა.,,პეპსი კოლა“, ,,კოკა-კოლა„, ,,მოლსონი“- ყველა მატონიზირებელ სასმელებად ასაღებ დათავს, ხოლო მმენერგეტიკი“ ,,ჯოლტ კოლა“ კოფეინის ორმაგ დოზასაც კი შეიცავდა. დიტრიხმა მეტად თამამა ნაბიჯი გადადგა: ჭურჭლის ზომა შეამცირა, ფასი გააორმაგა და მაღაზიაში არა სასმელების სექციაში, არამედ სულ სხვაგან განათავსა(დღესაც ,,რედ ბული“ სალაროსთან ახლოს მდგარ კასრებისებრ მაცივარშია ხოლმე ჩაყრილი). ამასთამ ამ სასმელის უფასოდ დარიგება სტუდენტური საერთო საცხოვრბლის მახლობლად დაიწყო. სტუდენტებმა, რა თქმა უნდა, სიხარულით დაიტაცეს სასმელი და აღმოაჩინეს, რომ ის იდდეალურად ეწყობა... არაყს! ასე დაიბადა ცნობილი კოქტეილი Vodka red bull

ნესტლე

ყველასათვის საყვარელი შოკოლადი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებში დაარსებული კომპანიის ,,ნესტლე“ტავდაპირველი ლოგოტიპი იყო ბუდე სამი ბარტყით. როგორც გვიყვებიან, ეს დამაარსებლის, ჰენრი ნესტლეს საგვარეულო გერბი იყო. სამი ბარტყი კი მაშინდელ ოჯახურ ფასეულობებს გამოხატავდა-წესიერ ოჯახებში, სულ ცოტა, სამი ბავშვი მაინც უნდა გაზრდილიყო. მეოცე საუკუნის შუა წლებში კი ლოგოტიპი შეიცვალა:სამის ნაცვლად მხოლოდ ორი ბარტყი დარჩა. ეს იმიტომ რომ დღეს ევროპაში ორი შბილია სასურველი.





და საერთდ, ყველა შოკოლადის ბოლო კი ეს არის:

среда, 4 августа 2010 г.

ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა...




... გვაქვს უთვალავი ფერითა- გვახსენებს რუსთაველი ბიბლიისეულ ცოდნას, მაგრამ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ პირველი ადამინის გაოცება და სიხარული, როდესაც თვალი გაახილა და ეს უთვალავი ფერით მოხატული ქვეყანა დაინახა?







ცნობილია, რომ წითელი ფერი აძლიერებს კუნთების შეკუმშვას, სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლის
ს პროცესს. აღმოსავლური რელიგიებისთვის წითელი ფერი ცეცხლათან და სისხლთან , გამარჯვებასთან ასოცირებული. ფსიქოლოგებ,მა დააკვნეს, რომ წითელი ფერი მსუქან ადამიანებს ვნებს. ის ადამიანები კი, რომლებიც ცხოვრებაში პროტოტეს წითელ ფერს ანიჭებენ,ქტიურები და
წარმატებულები არიან.







ნარინჯისფერი ხელს უწყობს კუჭნაწლავის ტრაქტატის მუშაობას და მადის აღმძვრელია, ამიტომ ძველად სასადილო ოთახებში ნარინჯისფერ აბაჟურებს კიდებდნენ. საეროდ, ნარინჯისფერი, მხიარული, დამუხტვილი ფერია. ,,ნარინჯისფერი“ ადამიანები კი ადვილად აღგზნებადი და მოუთოკავი ენერგიით გამოირჩევიან.



ყვითელი ბევრი ხალხისთვის მზესთან და ოქროსთანაა ასოცირებული, თუმცა კი, ,,ყვითელი თვალი“-ავი თვალის სიმბოლო იყო, აზიის ბევრი ხალხისთვის გლოვის, ღალატის, სიკვდილის ფერია. ყვითელი ფერის მოყვარულები ორიგინალურად აზროვნებენ და ზფდგზ
შეზღვუდებს ვერ იტანენ












მწვანე უკვდავების სიმბოლოს წარმოადგენს. ეს ფერი შველის
ნევროზს, გაღიზიანებას, გაციებას. ,,მწვანე ადამიანებს„ მარტოობის გრძნობა აწუხებთ, დაცვას და ზრუნვას საჭიროებენ.








ცისფერი და ლურჯი ისა და ზღვის ფერებია და მარადიულობის, საიდუმლოსა და ღვთაებრივი ჭეშმარიტების სიმბოლოს წარმოადგენდა. ლურჯი აბაჟური, შალითები და ფარდები დამამშვიდებლად მოქმედებსნერვებსა დათვალებზე. შემჩნეულია, რომ ეს ფერები ძალიან შველის მათ, ვისაც გახდომა სურს: ცისფერი ჭურჭელი, სუფრა, განათება ცუდად მოქმედებს მადაზე დაპროდუქტებს მიმზიდველობას უკარგავს. ,,ლურჯი ადამიანები“ მშვიდები არიან და თავგანწირული მეგობრობა იციან.






იისფერი განვითარებულ ფსიქოლოგიურ და ინტელექტუალურ შასაძლებლობებს განსაზღვრავს. ეს ფერი ფსიქიკური და ნერვული დარღვევების, ტვინის შერყევის და ღვიძლის დაავადების სამკურნალოდ შეიძლება გამოვიყენოთ. იისფერის მოყვარული ადამიანები არტისტულები და მგრძნობიარები არიან, მხარდაჭერა და გამხნევება სჭირდებათ.




სამყაროში 7ათასი ფერი არსებობს, ამათგან მხოლო 4ათასს აქვს სახელი, დანარჩენი კი ნომრით აღინიშნება. ადამიანის თვალი 300ფერს აღიქვამს, ხოლო მხატვრებს ეს აღქმა გაათმაგებული აქვთ.






.

თავი რომ კარგად იგრძნოთ


1.თავი აარიდეალკოჰოლს.სადილამდე მიირთვიტუგაზო მინერალური წყალი,პომიდვრის ან ნებისმიერი წვენი.

2.სადილად მიირთვით სალათის,ცხელი კერძის და დესერტის მხოლოდ ერთი სახეობა
.
3.შეწ
ყვიტთ ტრაპეზი,როგორც კი დანაყრდებით.

4.ცხიმიან და ტკბილ
საკვებს ამჯობინეთ ცილებით მდიდარი ხორცი,კვერცხი,თევზი,სალათი და პაშტეტი.

5.მიეძალეთ ბოსტნეულს -ნაკლებკალორიულია.მოხარშული კარტოფილი სჯობს შემწვარს.

6.საკმარისია დღეში ყველის პატარა ნაჭერი და მწვანე სალადა.დესერტად მიირთვი ხილის სალათი ან
ხაჭო,მარწყვიანი ნამცხვარი ან ერთი პატარა ფილა შოკოლადი

რას გეუბნებათ ციფრები?

დააკვირდით მოცემულ ციფრს-1950. თქვენი აზრით, რა იმალება მის მიღმა?
  • წელი-10ქულა
  • ტელეფონის ნომერი-20ქულა
  • თანხა_30ქულა
  • საკეტის კოდური კომბიინაცია-40ქულა
შედეგები:
10ქულა- საყვარელ ადამინას საკმაოდ ჭკვიანად და გონებამახვილურად თვლით. აფასებთ მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს.

20ქულა- მოგწონთ პარტნიორის პიროვნება. თქვენი აზრით, ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, მშვენიერია.

30ქულა- ცხოვრების მწარე სიმართლე ასეთია: თქვენ მოგწონთ პარტნიორის ფული.

40ქულა- საყვარელი ადამიანის გარეგნობით აღფრთოვანებული ხართ და ყველაფერ დანარჩენს თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს

მე ეხლა ჩემი შორეული ოცნებიდან გწერთ



ჟან-მიშელ მოლპუა
თქვენი აზრით, სად ვიმყოფებით? სადმე კაფეში, ტერასაზე? ან სასტუმროში? ეს არაფერს ცვლის. მე ეს ოცნება სულ თან დამყვება. დღისა და ღამის ყველა საათში, მუდამ დამდევს უცნობი მხარის შორეული მყინვარები, უდაბნოები.. უკიდეგანო ცის ლაჟვარდი ზღვაზე გაწოლილ ზმანებს არწევს. თქვენც კარგად იცით, ეს ყველაზე შორი ოცნება, ყველაზე მეტად ახლობელია. მერე რა, რომ ხორციელია, ძვლებით და სისხლით, ჰაერივით მსუბუქია, ვერ მოიხელთებ. ჩიტს ჰგავს, დემოსაც, ანგელოზსაც, ჩვენს თავებში გამომწყვდეული ხშირად გაივლის და დაგვცინის კიდეც.

le petit prince


დიდები უცნაურები არიან!

ღამით, ზეცას რომ შეხედავ მოგეჩვენება, რომ ყველა ვარსკვლავი გიღმის, რადგან გეცოდინება, რომ ერთ ვარსკვლავზე მე ვცხოვრობ და ვიცინი. შენს ვარსკვლავს სიცილი ეცოდინება.

ყვავილიც ასეა. ღამეული ზეცის ხილვას არაფერი სჯობს. ვარსკვლავებივით იფურჩქნებიან.

























ადამიანებს არაფრის ესმით. ისინი ვაჭრებთან მზამზარეულ ნივთებს ყიდულობენ, მაგრამ მეგობრებთან არვინ ბჭრობს, ადამიანებსაც აღარ ჰყავთ მეგობრები.

მეგობრის ყოლა ბედნიერებაა, მაშინაც კი, როდესაც სიკვდილის პირას ხარ
antonie de saint-Exupery

ძლიერი, სევდიანი მელოდია ხმაურობს..



მომეჩვენა, რომ რაღაც ძლიერი სევდიანი მელოდია ახმაურდა გულში და სივრცისკენ დაიძრა. ეს იყო სიმღერ იმ გაცრუებულ ლამაზ ფიქრებზე, რომელიც ბავშვობასთან უეცარ გამოთხოვებას თურმე სდევდა, თან ის ფიქრები იყო ჩემში დამხოლოდ ჩემში, მხოლოდ მე შემეძლო ამ ფიქრების სხვისთვის გამხელა.

ხვლიკისფერი სვეტიცხოველი





დილით ხვლიკისფერია იგი, მოუღალავი, მზით გაშუქებული, შეღამებისას ოქროცურვილია, ხოლო მწუხრის შემოდგომისას , თუ ვარსკვლავიანმა ცამაც დაადგა თვალი, ცას მიეჭრება მისმრუდე ჰარმონიით აღვსილი ხაზების ზესწრაფება.
დიდოსტატის მარჯვენა

ძილის საიდუმლოებები


თუ ღამით 5 წუთში იძინებთ, მაშასადამე, ძილი გაკლიათ. იდეალური დრო, რომლის განმავლობაშიც ადამიანმა უნდა დაიძინოს, 10-15 წუთია. ეს ნინიშნავს რომ, საღამოსთვის თქვენი ორგანიზმი საკმაოდ დაიღალა და ღამით ღრმად უნდა იძინოს, რათა დილით თვლემა არ იგრძნოთ.
ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ სიზმრები დღის გამოცდი
ლების ხანგრძლივად დამახსოვრბეის ფიქსაციისთვის გვესიზმრება. ამგვარად, სიზმრებს იმიტომ ვხედავტ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია დავიმახსოვროთ.
სხვებიმიიჩნევენ, რომ სიზმრებს ჩვენთვის არასაჭირო საგნებსა და მოვლენებზე ვხედავთ, რათა ტვინი ამ მოგონებებისგან გაიწმინდოს.


ტყუილად როდი უწოდებენ შუაღამემდე ძილს "სილამაზის ძილს"! თვალის ირგვლივ მუქი რგოლები და სახის უღიმღამო ფერი სწორედ ქრონიკული გამოუძინებლობის ბრალია. ამასთანავე, უძილობამ შესაძლოა გამოიწვიოს წონის მატება, იმუნიტეტის დაქვეითება, გაღიზიანება და განწყობის უმიზეზო ცვალებადობა.
გაინტერესებთ, როგორ გაიხანგრძლივოთ ღამის
ძილი? პასუხი მარტივია: დაწექით ადრე.
რამდენიმე საღამოს განმავლობაში დასაძინებლად ჩვეულებრივზე 15 წუთით ადრე დაწექით, ხოლო დილით 20 წუთი კარგად განათებულ ადგილას (ქუჩაში ან ოთახში, სადაც ძლიერი ნათურა ანთია) გაატარეთ. ეს ჰორმონული ბალანსის რეგულირებაში დაგეხმარებათ.
ღამით საწოლ ოთახში აუცილებლად ჩააქრეთ შუქი
- მელატონინის (ძილის ჰორმონის) გამომუშავება სუსტმა განათებამაც კი შეიძლება დათრგუნოს. დაწოლამდე 1 საათით ადრე გამორთეთ ტელევიზორი და კომპიუტერი. უკუნ სიბნელეში უფრო სწრაფად და ადვილად დაგეძინებათ.
მოეშვით. თბილი აბაზანა ძილის წინ რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, სხეულის ტემპერატურის ცვლილება გულის რიტმს ანელებს და ძილს ჰგვრის.





















ჩაი დაბერების პროცესს ანელებს

ბოლო დროს მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება მწვანე ჩაი, რომელიც თანდათან აძევებს ტრადიციულ შავს ჩაის.
თუმცა ჩაის როგორ
ც ერთი, ისე მეორე სახეობისათვის ნედლეულს ერთი და იმავე ბუჩქიდან კრეფენ, მაგრამ შავ ჩაის ფერმენტატული დამუშავების შემდეგ იღებენ, მწვანე ჩაი კი ინარჩუნებს თავის ნატურალურ სახეს და თვისებებს.
ეს სასმელი დაბერების პროცესის შემაფერხებელ ბევრ ანტიოქსიდანტს შ
ეიცავს, რაც იაპონელმა მეცნიერებმაც დაადასტურეს. კერძოდ, იმ ადამიანის ორგანიზმი, რომელიც დღეში 3-4 ფინჯან მწვანე ჩაის სვამდა, 20%-ით გაიწმინდა ტოქსინებისაგან. სამაგიეროდ, ინდოელი მეცნიერების გამოკვლევებმა დაასაბუთეს შავი ჩაის დიდი დამსახურება მხედველობის გაუმჯობესებაში. მათი აზრით, ის ხელს უშლის თვალის დაავადებების განვითარებას