четверг, 27 октября 2011 г.

პირამიდებში

არაბმა მწერალმა თქვა: ,,ყოველივეს

დედამიწაზე ეშინია დროის, მაგრამ 

დროს ეშინია პირამიდების.“







      პირამიდებში      
(პაოლო იაშვილი 1916)

იქ, სადაც სდუმან პირამიდები

მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,

იქ, სადაც სდუმან პირამიდები

შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენისინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,

თვალებ დანაბული,

საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს

და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.

ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში

მზიურებს მაშინ

არაფერი მოგვაგონდება...

პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში

ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება.

სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით

მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;

გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,

დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.

1 комментарий:

  1. როგორც ახლახანს გახდა ცნობილი ამ ლექსის ავტორია არა პაოლო, არამედ მისი უახლოესი მეგობარი ქალბატონი ელენე ბაქრაძე, რომელიც ფსევდონიმ "დარიანი"-ს ქვეშ მალავდა საკუთარ თავს, მკვლევარები კი ბოლო დრომდე დარიანს მიიჩნევდნენ პაოლო იაშვილის ერთ-ერთ ფსევდონიმად. რეალურად ლექსის ავტორია ელენე ბაქრაძე-დარიანი.

    ОтветитьУдалить