суббота, 25 августа 2012 г.

როგორ გაჩნდა ჰამბურგერი, ჰოთ-დოგი და...


ჰამბურგერი 1954 წელს გაჩნდა.... ამერიკაში ჩასული გერმანელი მოგზაურები სასადილოში თხოულობდნენ ჰამბურგულად  მომზადებულ საჭმელს. აქაც, აიღეს და გაჭრილ ფუნთუშაში ჩვეულებრივი კატლეტი ჩადეს, მერე კი გაამრავალფეროვნეს ათასნაირი საკმაზით.

1484წელს გამოიგონეს ჰოთ-დოგი, რომელიც ამერიკის კულინარიის ნაციონალურ სიმბოლოდ იქცა, მაგრამ თავად ამერიკა ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო აღოჩენილი. კოლუმბის წყალობით ევროპაში პომიდორი 1544 წელს, ხოლო კარტოფილი 1553წელს შემოვიდა.

1939 წელს ბრაზილიამ–ყავის მარცვლის უდიდესმა მწარმოებელმა, შვეიცარულ ფირმას ,,ნესტლე“ მიმართა, რომელის მაშინ ბაზაარზე რძის ფხვნილს უშვებდა, დახმარებოდა უამრავი ნედლეულის გადამუშავებაში. ასე გაჩნდა პირველი უნალექო ყავა ,,ნესტლე“










1906 წელს  ნიუ–იორკში, ჩიათ მოვაჭრე თომას სალივანმა რკინის კოლოფების   ეკონომიის მიზნით, მყიდველებს ჩაი აბრეშუმის ტომარაში ჩაუყარა. ტან არიგებდა–ტომსიკიანად მოეხარშათ. ასე ჩაეყარა საფუძველი ჩაის პაკეტებს,





 

 




პიცა და ღვეზელი ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში გამოიგონეს. მას ერთი საუკუნით ჩამორჩება იაპონური კულინარიის წარმომადგენელი სუშ, რომელიც ბრინჯითა და ზღვის პროდუქტებით მზადდება.

პიცა ,,მარგარიტა“ პირველად ნეაპოლში გამოაცხვეს 1888 წელს დედოფლისათვის. იქიდან მოყოლებული, კლასიკურ პიცას           ,,მარგარიტას“ ეძახიან.



 ვაფლი შედარებით გვიან, მეცამეტე საუკუნეში შეიქმნა, ბლინების გამოგონება მეთხუთმეტე საუკუნით თარიღდება.
1739წ. კრეკერები, 1756წელს-მაიონეზი, ოლო 1798წელს ლიმონათი დაამზადეს. 1834წელს შეიქმნა ,,სუპების მეფედ" წოდებული მარსელის თვეზის სუპი ,,ბუაიბედის" რეცეპტი. 

პურის და ხახვის როლი ეგვიპტეში



გაფუებული ცომისგან გამომცხვარ პურს, სწორედ ისეთს, როგოსაც ჩვენ დღეს მივირთმევთ, 5000წლის წინათ აცხობდნენ და მიცვალებულებს სამარებში ატანდნენ.
ეგვიპტელები პურს საკმაოდ დიდი რაიდენობით მიირთმევდნენ. მას აიშს ეძახდნენ. აიში წვრილად დაფულ ხორბალში ამოვლებული კვერია, მას ბალადიერსაც ეძახიან. სხვადასხვა შიგთავსით აცხობენ. მას შუაზე ტეხენ და საწებელში ავლებენ. პური აქ კოვზის ფუნქციასაც ასრულებს.

ეგვიპტელების თაყვანისცემის საგანი ხახვი იყო და არის კიდეც. ამ მცენარეს ღმერთებს სწირავდნენ, მისი აგებულება – ,,წრე წრეში“ გამოცანად მიაჩნდათ და მარადიულობის სიმბოლოდ თვლიდნენ. მას ფარაონებსაც ატანდნენ იმ ქვეყნდა. ხახვის ბოლქვები პირამიდის კედლებზეც არის გამოხატული. ეს მცენარე ცნობილი ეგვიპტური დატირების ტექსტებშიც არის მოხსენიებული. ამასთან ერთად, იგი ,მუმიებშიც მათ თვალებსა და ფეხებთან არის ნაპოვნი.
ფარაონ რამზე მეოთხეს თვალბუდეში ხახვის ბოლქვები აღნოუჩინეს. მათ მიაჩნდათ, რომ ხახვს მაგიური ძალა ჰქონდა, მიცვალებულს სულს შთაბერავდა, აგრეთვე ადამიანის ყოფის სიმწარესა და სიტკბოებასაც გამოხატავდა.

მკვდარი ზღვის უნიკალურობა



ისრაელში მდებარე მკვდარი ზღვის წყალი იმდენად მარილიანია, რომ ზღვაში არც ერთი ცოცხალი არსება არ ბინადრობს, თუმცა ამ ადგილს დამსვენებლები მაინც არ აკლია, რადგან მკვდარი ზღვის წყალი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მინერალებს შეიცავს. ეს ადგილი ცნობილია ე.წ. მკვდარი ზღვის გრაგნილითაც. ესაა 2000წლის წინანდელი რელიგიური შინაარსის ებრაული ხელნაწერი, რომელიც ზღვის მახლობლად გამოქვაბულში აღმოაჩინეს.

ხახვისებრი გუმბათები




ძველ რუსულ ეკლესიებს მხოლოდ მისთვის დამახასიათებლი არ       ქიტექტურა აქვთ. მათ მაღალი გალავნები, ძალინ ცოტა კარ–ფანჯარა, ციცაბო სახურავები და ხახვის ფორმის გუმბათები ამშვენებს. ეს სტილი მე–11 საუკუნეში გავრცელდა. ბევრი ასეთი ეკლესია ხისგანაა აგებული, რადგან ხშირი ტყეებით დაფარულ რუსეთში, ხის სამშენებლო მასალა არასოდეს ჭირდა. ჩრდილო რუსეთში, კიჟის კუნძულზე მდებარეობს ეკლესია, რომელიც 1964 წეკს თითქმის მთლიანად ხის  მასალით ააგეს.