пятница, 7 сентября 2012 г.

წვენი ძილის განგრძლივობას ზრდის




მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჯასაღი ძილის გასაღები ალუბლის წვენში იმალება–გამოკვლევამ ცხადყო, რომ, რომცა ექსპერიმენტის მონაწილეები თითო ჭიქა ალუბლის წვენს დღეში ორჯერ, დილა –საღამოს სვამდნენ, უფრო უკეთ ეძინათ, ვიდრე  ამავე რაოდენიბის სხვა წვენი დალევისას.
ამ აღმოჩენის აქტუალობა იმით არის განპორობებული, რომ ჩვენ დროში ბევრს აწუხებს უძილობა, რან ნეგატიურად აისახება ცხოვრების ხარისხსა და ჯანმრთელობაზე, ყოველი მეოთხე ჯანმრთელი ადამიანი უძილობას უჩივის, ყოველ მეხუთეს კი ღამის მხოლოდ 5საათი სძინავს.
როჩესტერის (ნიუ–ორკი) უნივერსიტეტის ფსიქიატრმა უილფრედ პიჯნიმ, რომელიც ამ გამოკვლევის ავტორია, დაასკვნა, რომ ალუბლის წვენის ამგვარი ეფექტი მასში მელატნინის უხვი შემცველობით არის გამოწვეული, მელატონინი ის ჰორმონია, რომელიც ორგანიზმში ძილის რეჟიმს არეგულირებს.

ძვირადღირებული კაბები




13მლნ. დოლარად შეაფასეს რენე შტრაუსისა და იუველირ კატცის მიერ შექმნილი , ბრილიანტებით მორთული კაბა. იგი 2006 წელს საქორწინო კაბების გამოფენაზე წარადგინეს, მაგრამ მყიდველი დღემდე არ გამოუჩნდა.
სულ რაღაც 8,5 მილიონი დოლარი ღირს იაპონელი დიზაინერის, უმი კაცურის მიერ შექმნილი საქორწინო კაბა, რომელსაც თეთრი ბრილიანტები და ათასი იაპონური მარგალიტი ამშვენებს.
1961 წელს ჯონ კენედის დაბადების დღეს, მერლინ მონროს ეცვა ჯან ლუის მიერ შეკერილი კაბა. აღსანიშნავია, რომ კაბაში მსახიობმა 12 ათასი დოლარი გადაიხადა, ხოლო ,,სოთბის“ აუქციონზე ერთმა ნიუ–ორკელმა კომერსანტმა 1,6 მლნ. დოლარად შეიძინა.
პირველად, ბრილიანტებით  მორთული, საღამოს შავი კაბა მარია გრახოფოლეგის ჩვენებაზე მოდელ ჟოდი კიდს ეცვა. თავდაპირველად მისი ფასი 500 ათასი დოლარი იყო, მაგრამ 1,8მლნ.დოლარად გაიყიდა. არაბი პატარძლისთვის ამერიკული საქორწინო კაბების სალონს ბრილიანტებითა და ,,სვარივსკის“ თვლებით მორთული კავა შეუკვეთეს. დამკვეთმა 300 ათასი დოლარი გადაიხადა.
2007–2008 წლის შემოდგომის ჩვენებაზე წარმოდგენილი ,,დიორის“ თითოეული კაბა 200 ათას დოლარზე ნაკლები არ ღირდა. რამდენიმე ჩვენების დასრულებისთანავე გაიყიდა.