четверг, 27 октября 2011 г.

პირამიდებში

არაბმა მწერალმა თქვა: ,,ყოველივეს

დედამიწაზე ეშინია დროის, მაგრამ 

დროს ეშინია პირამიდების.“







      პირამიდებში      
(პაოლო იაშვილი 1916)

იქ, სადაც სდუმან პირამიდები

მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,

იქ, სადაც სდუმან პირამიდები

შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენისინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,

თვალებ დანაბული,

საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს

და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.

ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში

მზიურებს მაშინ

არაფერი მოგვაგონდება...

პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში

ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება.

სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით

მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;

გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,

დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.

пятница, 12 августа 2011 г.

მუხრან მაჭავარიანის ერთ-ერთი საყვარელი ლექსი

****

ქალი?-

მიყვარს,

მიყვარს ქალი

ღვინოც-,

ოღონდ არა ქარხნის,

პურიც-,

ოღონდ არა ფურნის,

პური-თონის

ღვინო ჭურის

ქალი მსგავსი გაზაფხულის.

თევზები მკურნალობენ ნერვებს




აკვარიუმის თევზების ყურება რელაქციის საუკეთესო ხერხია। თევზების მოძრაობა დადებითად მოქმედებს ფსიქიკაზე। აკვარიუმის წინ გატარებული თუნდაც ნახევარი საათი დაგამშვიდებთ, მოგიხსნით ემოციურ და ფსიქიკურ გადაღლას და უძილობას। თ ყოველდღე १-2საათს ადევნებთ თვალს თევზებს, ჰიპერტონიასაც დაემშვიდობეთ.

ვის სწყალობს იღბალი?

ფსიქოლოგები იღბლიანებსა და უიღბლოებს დიდი ხანი აკვირდებოდნენ და ბედის წყალობის და პრონციპი აღმოაჩინეს:
პირველი-ეს არის თვალსაწიერის გაფართოება და პირადი თვისებების სრულყოფა~
მეორე- საკუთარი ინტუიციის ნდობა।
მესამე- წარმატებაზე თავის დაპროგრამება
მეოთხე- შეცდომებზე სწავლა

ტირილსაც გააჩნია



ამერიკელმა მეცნიერებმა 3000ადამიანის ტირილის მიზეზი გამოიკვლიეს। აღმოჩნდა, რომ უპირატესობისათვის ცრემლები დაძაბულობის მოხსნის საშუალებაა, მაგრამ ეფექტი, რომლის რომელიც ცრემლებს მოაქვს, ხშირად სიტუაციასა და თავად ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული। თუ მტირალ ადამიანს ახლობლები ანუგეშებენ, ცრემლების დადებით ეფექტი იზრდება, ხოლო შფოთიანი, მოუსვენარი და ნერვული ადამიანები ტირილის შემდეგ შვებას არ განიცდიან.

ტანსაცმლით თერაპია მამაკაცებისთვის


























ზაფხული ის სეზონია, როდესაც ყველაზე კონსერვატიული მამაკაცის გარდერობშიც კი სამოსი ფერთა ფართო გამით გამოირჩევა। შვეიცარიელმა ფსიქოლოგმა მაქს ლიუშერმა შექმნა ტესტი, რომლის საშუალებით შესაძლებელია გაარკვიოთ მამაკაცის შინაგანი სამყარო। საჭიროა მოწონების ხარისხის მიხედვით დაალაგოთ თქვენი ფერადი მაისურები, შემდეგ კი გაარკვიოთ, რომელი ფერი რას ნიშნავს।
წითელი ემოციებისაკენ მიდრეკილი, მაღალი აქტიურობა
მწვანე - პატივმოყვარე, თვითკმაყოფილი და თავისუფლების მოყვარე
ყავისფერიმამაკაცს რაღაც აკლია, მაგალითად , კომფორტი
ლურჯი- სიმშვიდის მოყვარულია, მგრძნობიარე და კარგი საურთიერთო ადამიანი
შავი - პროტესტზე, იმპულსურ-აგრესიულ ქმედებებზე მიგანიშნებთ
ყვითელი- პრობლემებისგან გაქცევას ნიშნავს
ნაცრისფერი- კოლექტივიზმის შეგრძნება, თავშეკავებულობა
იისფერი- ეროტიკული, მგრძნობიარე და მომხიბვლელი

ბალზაკის გამონათქვამებიდან

არ არსებობს დიდი ნიჭი, დიდი ნებისყოფის გარეშე. ეს ორი ტყუპი ძალა აუცილებელია დიდების უზარმაზარი შენობის ასაგებად.

ადამიანად მხოლოდ ის მიმაჩნია, ვისი სულიც სიყვარულში სულიერ დატკბობაზე იმდენადვე ოცნებობს, რამდენადაც ხორციელ დატკბობაზე.

სედევრები არასოდეს არ იკარგება დავიწყების მტვერში. ვერც ჯღაბნია მწერლის სიცრუე და პირმოთნეობა შეუნარჩუნებს წიგნებს სიცოცხლეს.

ის ადამიანები, რომლებმაც დიდი პოემები შექმნეს, ყოველთვის საზოგადოების გონებრივი ატმოსფეროს მდგომარეობას სწავლობდნენ.

ძილი და ფიზიოლოგია



გაინტერესებთ თქვენი ფიზიოლოგიური მდგომარეობა? ამის გაგება ადვილია-გვარწმუნებს ფრანგი ფსიქოლოგი პიერდავო. ამისთვის აუცილებელი არაა საექიმო გამოკვლევა. ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ დავო მივიდა იმ დასკვნამდე, რომადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა, მისი ხასიათი დამოკიდებულია, მისსწავე ჩვეულ პიზაზე ძილის დროს.

ვისაც სძინავს გულდაღმა-ხასიათით მერყევია.

ვისაც გულაღმა სძინავს -ამაყი და ძლიერი პიროვნებაა, შეუპოვრად იბრძვის საკუტარი ინტერესების დასაცავად.

ვინც სახეს მალავს საბნის ქვეშ- უმრავლეს შემთხვევაში, პესიმისტები არიან.

თუ კაცს სძინავს მარჯვენა გვერდზე- იგი კმაყოფილია თავის სამსახურის და არა აქვს სურვილი უფრო „ზევით“ წავიდეს.

ვინც უპირატესობას აძლევს მარცხენა გვერდზე წოლას- შემოქმედებითი ნატურაა.

თუმცა უნდა აღინიშნოს , რომ პიერ დავოს მეუღლის თქმით, თვით ფსიქოლოგი ძილის დროს განუწყვეტლივ იცვლის გვერდს.

რომელი დაავადების გადამტანია ხურდა ფული?


თითოეული ადამიანის ხელისგულზე მიკრობები უზარმაზარი რაოდენობა ბინადრობს. ქუჩაში გამოსვლის დროს, ტრანსპორტში, სხვადასხვა საგნებთან ურთიერთობოსას, ვიკრავთ ობისა და საფუარის სოკოების სპორებს, პათოგენურ მიკრობებს, ვირუსებს და ასე შემდეგ. ამ ყველაფერთან ერთად , საშიშია ფულთან ურთიერთბა. ქაღალდის ფულზე საშიში ხურდა ფულია, რადგან სწორედ მასზე აღმოჩნდა მეტი რაოდენობით ლპობის ბაქტერიები, ობისა და საფუარის სოკოს სპორები, ასევე სოკო კანდიდა, რომელიც კანისა და ლორწოვანი გარსის დაავადებებს იწვევს.

დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები საფულეში ადვილად მრავლდებიან, რადგან ამაში მათ დახურული სივრცე, სიბნელე და სითბო იწყობს ხელს. ზოგმა ადამიანმა ქაღალდის ფულის დათვლა დანერწვილი თითით იცის. ეს იგივეა, რაც რომ ავტობუსის ან სამარშუტო ტაქსის სახელური, რომელსაც ადამიანის ხაელი ეხება, ენით გალოკოთ. ამიტომ, თუ ფულთან ხშირი შეხება გაქვთ, ხშირად დაიბანეთ ხელები ანტისეპტიკური სასუალებებით.