среда, 4 августа 2010 г.
ძილის საიდუმლოებები
თუ ღამით 5 წუთში იძინებთ, მაშასადამე, ძილი გაკლიათ. იდეალური დრო, რომლის განმავლობაშიც ადამიანმა უნდა დაიძინოს, 10-15 წუთია. ეს ნინიშნავს რომ, საღამოსთვის თქვენი ორგანიზმი საკმაოდ დაიღალა და ღამით ღრმად უნდა იძინოს, რათა დილით თვლემა არ იგრძნოთ.
ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ სიზმრები დღის გამოცდილების ხანგრძლივად დამახსოვრბეის ფიქსაციისთვის გვესიზმრება. ამგვარად, სიზმრებს იმიტომ ვხედავტ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია დავიმახსოვროთ.
სხვებიმიიჩნევენ, რომ სიზმრებს ჩვენთვის არასაჭირო საგნებსა და მოვლენებზე ვხედავთ, რათა ტვინი ამ მოგონებებისგან გაიწმინდოს.
ტყუილად როდი უწოდებენ შუაღამემდე ძილს "სილამაზის ძილს"! თვალის ირგვლივ მუქი რგოლები და სახის უღიმღამო ფერი სწორედ ქრონიკული გამოუძინებლობის ბრალია. ამასთანავე, უძილობამ შესაძლოა გამოიწვიოს წონის მატება, იმუნიტეტის დაქვეითება, გაღიზიანება და განწყობის უმიზეზო ცვალებადობა.
გაინტერესებთ, როგორ გაიხანგრძლივოთ ღამის ძილი? პასუხი მარტივია: დაწექით ადრე.
რამდენიმე საღამოს განმავლობაში დასაძინებლად ჩვეულებრივზე 15 წუთით ადრე დაწექით, ხოლო დილით 20 წუთი კარგად განათებულ ადგილას (ქუჩაში ან ოთახში, სადაც ძლიერი ნათურა ანთია) გაატარეთ. ეს ჰორმონული ბალანსის რეგულირებაში დაგეხმარებათ.
ღამით საწოლ ოთახში აუცილებლად ჩააქრეთ შუქი - მელატონინის (ძილის ჰორმონის) გამომუშავება სუსტმა განათებამაც კი შეიძლება დათრგუნოს. დაწოლამდე 1 საათით ადრე გამორთეთ ტელევიზორი და კომპიუტერი. უკუნ სიბნელეში უფრო სწრაფად და ადვილად დაგეძინებათ.
მოეშვით. თბილი აბაზანა ძილის წინ რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, სხეულის ტემპერატურის ცვლილება გულის რიტმს ანელებს და ძილს ჰგვრის.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий