среда, 4 августа 2010 г.

ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა...




... გვაქვს უთვალავი ფერითა- გვახსენებს რუსთაველი ბიბლიისეულ ცოდნას, მაგრამ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ პირველი ადამინის გაოცება და სიხარული, როდესაც თვალი გაახილა და ეს უთვალავი ფერით მოხატული ქვეყანა დაინახა?







ცნობილია, რომ წითელი ფერი აძლიერებს კუნთების შეკუმშვას, სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლის
ს პროცესს. აღმოსავლური რელიგიებისთვის წითელი ფერი ცეცხლათან და სისხლთან , გამარჯვებასთან ასოცირებული. ფსიქოლოგებ,მა დააკვნეს, რომ წითელი ფერი მსუქან ადამიანებს ვნებს. ის ადამიანები კი, რომლებიც ცხოვრებაში პროტოტეს წითელ ფერს ანიჭებენ,ქტიურები და
წარმატებულები არიან.







ნარინჯისფერი ხელს უწყობს კუჭნაწლავის ტრაქტატის მუშაობას და მადის აღმძვრელია, ამიტომ ძველად სასადილო ოთახებში ნარინჯისფერ აბაჟურებს კიდებდნენ. საეროდ, ნარინჯისფერი, მხიარული, დამუხტვილი ფერია. ,,ნარინჯისფერი“ ადამიანები კი ადვილად აღგზნებადი და მოუთოკავი ენერგიით გამოირჩევიან.



ყვითელი ბევრი ხალხისთვის მზესთან და ოქროსთანაა ასოცირებული, თუმცა კი, ,,ყვითელი თვალი“-ავი თვალის სიმბოლო იყო, აზიის ბევრი ხალხისთვის გლოვის, ღალატის, სიკვდილის ფერია. ყვითელი ფერის მოყვარულები ორიგინალურად აზროვნებენ და ზფდგზ
შეზღვუდებს ვერ იტანენ












მწვანე უკვდავების სიმბოლოს წარმოადგენს. ეს ფერი შველის
ნევროზს, გაღიზიანებას, გაციებას. ,,მწვანე ადამიანებს„ მარტოობის გრძნობა აწუხებთ, დაცვას და ზრუნვას საჭიროებენ.








ცისფერი და ლურჯი ისა და ზღვის ფერებია და მარადიულობის, საიდუმლოსა და ღვთაებრივი ჭეშმარიტების სიმბოლოს წარმოადგენდა. ლურჯი აბაჟური, შალითები და ფარდები დამამშვიდებლად მოქმედებსნერვებსა დათვალებზე. შემჩნეულია, რომ ეს ფერები ძალიან შველის მათ, ვისაც გახდომა სურს: ცისფერი ჭურჭელი, სუფრა, განათება ცუდად მოქმედებს მადაზე დაპროდუქტებს მიმზიდველობას უკარგავს. ,,ლურჯი ადამიანები“ მშვიდები არიან და თავგანწირული მეგობრობა იციან.






იისფერი განვითარებულ ფსიქოლოგიურ და ინტელექტუალურ შასაძლებლობებს განსაზღვრავს. ეს ფერი ფსიქიკური და ნერვული დარღვევების, ტვინის შერყევის და ღვიძლის დაავადების სამკურნალოდ შეიძლება გამოვიყენოთ. იისფერის მოყვარული ადამიანები არტისტულები და მგრძნობიარები არიან, მხარდაჭერა და გამხნევება სჭირდებათ.




სამყაროში 7ათასი ფერი არსებობს, ამათგან მხოლო 4ათასს აქვს სახელი, დანარჩენი კი ნომრით აღინიშნება. ადამიანის თვალი 300ფერს აღიქვამს, ხოლო მხატვრებს ეს აღქმა გაათმაგებული აქვთ.






.

Комментариев нет:

Отправить комментарий