вторник, 3 августа 2010 г.
ორი სინამდვილე
... მართლაც ორი სინამდვილე არსებობს. ერთი ბუნებრივი, მაგრამ მისი ასახვა ხელოვნებაში არაა საჭირო, ბუნების ასლი არავის სჭირდება, ბუნებას არ უყვარს გამეორება, საჭირო რომ იყოს, მაშინ ამა ს თვით ბუნება შეასრულებდა, ერთხელ მაინც გაიმეორებდა თავს.
სულ სხვაა მწერლის ,,მოგონებული“ სინამდვილე და იგი უფრო მტკიცედ არსებობს ადამიანებში, ვიდრე ,,ხილული“ სინამდვილე. ყველაზე კარგი მემათიანეც კი ვერ მოგვცემს ნამდვილ სურათს წარსულისას, ხოლო ამ ,,მოგონებული“ სინამდვილეს საოცარი ძალა და შთაბეჭდილება აქვს. მწერლის მნიშვნელობაც სწორედ ამაში მდგომარეობს, ის ყველაზე კარგად ხედავს განზოგადოებულ სინამდვილეს. მწერალმა ორივე სინამდვილე ისაე უნდა შეუთავსოს ერთმანეთს, რომ მკითხველმა ვერ გაარჩიოს , სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე...
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий