ჟან-მიშელ მოლპუა
თქვენი აზრით, სად ვიმყოფებით? სადმე კაფეში, ტერასაზე? ან სასტუმროში? ეს არაფერს ცვლის. მე ეს ოცნება სულ თან დამყვება. დღისა და ღამის ყველა საათში, მუდამ დამდევს უცნობი მხარის შორეული მყინვარები, უდაბნოები.. უკიდეგანო ცის ლაჟვარდი ზღვაზე გაწოლილ ზმანებს არწევს. თქვენც კარგად იცით, ეს ყველაზე შორი ოცნება, ყველაზე მეტად ახლობელია. მერე რა, რომ ხორციელია, ძვლებით და სისხლით, ჰაერივით მსუბუქია, ვერ მოიხელთებ. ჩიტს ჰგავს, დემოსაც, ანგელოზსაც, ჩვენს თავებში გამომწყვდეული ხშირად გაივლის და დაგვცინის კიდეც.
Комментариев нет:
Отправить комментарий