გამჭვირვალე იამამოტო
დაიბადა 1943 წლის სამ ოქტომბერს ქალაქ ტოკიოში. 1966 წელს დაამთავრა კეიოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი რის შემდეგაც ჩააბარა ბუნკას მოდის სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1969 წელს. ორიოდე წლის შემდეგ იამამოტო სააქციო საზოგადოებაში გაწევრიანდა და მეწარმეობას მიჰყო ხელი... 1977 წელს შედგა იამამოტოს პირველი კოლექციის ჩვენება ტოკიოში. 1981 წელს კი იაპონელმა დიზაინერმა პარიზში მოაწყო ჩვენება, სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ე.წ. "იამამოტოს ხაზი" თანამედროვე მოდის ისტორიაში. ეს იყო იამამოტოს საერთაშორისო წარმატების საწყისი ეტაპი... იამამოტომ 2002 წელს მაღალი მოდის კოლექცია წარადგინა პარიზში, რის შემდეგაც მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანმა ბუტიკმა იაპონელი დიზაინერის პროდუქციით დაინტერესება გამოხატა... იოჯი იამამოტო თანამშრომლობს ჯგუფთან Placebo, ასევე ცნობილ იაპონელ რეჟისორთან, ტაკეში კიტანოსთან... იამამოტო დიზაინერად მუშაობდა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა "Doll", "Father" და ა.შ. იამამოტო თავის შეხედულებებს და ავანგარდულ სულს გამოხატავს თავისი ქმნილებებით, რომლებიც ხშირად რადიკალურად განსხვავდება მოდის მიმდინარე ტენდენციებისგან. იამამოტოს ხაზის ქმნილებებიხასიათდსება არასტანდარტული, ხშირად უზომოდ დიდი ზომის სილუეტებით. მის ტანსაცმელის შეფასებისას აუცილებლად შეამჩნევთ, როგორ ჰარმონიულად ერწყმის ტანსაცმელი ადამიანის სხეულს და რა ლამაზია ის როცა ადამიანი მოძრაობს. იამამოტო იყენებს უმაღლესი ხარისხის ბრწყინვალე ფარდისებურ ქსოვილებს, რომლებიც იმავე ხარისხისა და ფასონის ქსოვილების წვრილი ნაჭრებითაა ხოლმე მორთული. ტანსაცმელი ხშირად ერთ (ძირითადად შავ) ფერშია ხოლმე მხოლოდ და არ გამოირჩევა ჩრდილების სიმდიდრით. სწორედ ამ მკაცრი და თითქოს მოკრძალებული სტილის გამოა, რომ იამამოტოს ბევრი აკრიტიკებს და უარყოფითი კრიტიკის დროს მთავარ არგუმენტად მისი ქმნილებების სიმბოლურობით ინტელექტუალურობითა და ფილოსოფიურობით გამოირჩევა, რაც ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით სრულიად ზედმეტია მოდისთვის, თუმცა იამამოტოს მიმდევრებიც ბევრი ჰყავს, რისი მიზეზიც ალბათ ამ დიზაინერის ორიგინალურობა და თვითმყოფადობაა! იამამოტოს პროდუქცია ძალიან საინტერესოა... ტანსაცმლის მსგავსად იამამოტოს კოსმეტიკაც გამოირჩევა იმ შტრიხებით, რაც, ზოგადად ახასიათებს "იამამოტოს ხაზს" - უბრალოა, მკაცრი და სიმბოლური...მისი შემოდგომა-ზაფხულის კოლექციის ფოკუსი გამჭვირვალობის ეფექტზე გაკეთდა. ჩვენება არასტრუქტურიზებული კოსტიუმებიტ დაიწყო, რომლებშიც მამაკაცური სტილი სჭარბობდა-ფრაკები და განიერი შარვლები, გახამებული თეთრი პერანდები შავზონარიანი საყელოებით.
შემდეგ კი პოდიუმზე ადგილი დაეთმო გრძელ შავ, მაგრამ გამჭვირვალე ქვედატანებს. საერთო ჯამში, კოლექციაში სჭარბობდა მამაკაცური შტრიხების სინთეზი. ყველაზე ორიგინალური კი ჟაკეტები იყო, რომლის წინა მხარე ფლანელისგან იყო, ხოლო ზურგი- შიფონისგან, რაც ცხელ ზაფხულში კომფორტულ შეგრძნებებს იძლევა.
Комментариев нет:
Отправить комментарий