четверг, 5 августа 2010 г.
Stories: Adidas & Puma
ვიცით, რომ „ადიდასის“ სახაელწოდება მის დამაარსებელ ადოლფ დასლერს კავშირდება, ხოლო პუმა, მისმა ძმამ-რუდოლფ დასლერმა შექმნა. როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, მათი მამა უბრალო პურის მცხობელი იყო. ძმებმა ფეხსაცმელების სამკერვალო გახსნეს. ადოლფი დიზაინერის როლში იყო, ხოლო რუდოლფი მარკეტოლოგობდა. მეორემსოფლიო ომის შემდეგ, ძმებმა სერიოზულად იჩხუბეს და 60-კაციანიფირმა ,,დასლერის“ გაყოფა გადაწყვიტეს. ყოველივე პატარა გერმანულ ქალაქ ჰერცოგენაურახში ხდებოდა. ამ უთანხმოებამ ქალაქის მოსახლეობაც ორად გაყო. ადოლფისა და რუდოლფის მომხრეები სხვადსხვა სამიკიტნოებში დადიოდნენ, სხვადასხვა ლუდს სვამდნენ და არ ცნობდნენ ერთმანეთს. შვილებიც კი სხვასხვა სკოლებში შეჰყავდათ. მოგვიანებით, კომპანიებმა, საფეხბურთო გუნდები შეიძინეს, დღესაც ასეა, თუ., მაგალითად, „ადიდასის“ თანამშრომელს „პუმას“ ნაწარმის ტარებაში ამხელენ, მას სამუშაოს დაკარგვა ემუქერება და პირიქით.
Which you prefer?
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий