среда, 22 августа 2012 г.

ჯენტლმენტა კლუბი (დიდი ბრიტანეთი)



ეს ინგლისელი ჯენტლმენების  ექსკლუზიური კლუბია  1693 წელს იტალიელი ფრანჩესკო ბიაკოს მიერ დაარსებული. კლუბში თავდაპირველად მხოლოდ ცხელ შოკოლადს ყიდდნენ, თუმცა საბოლოოდ, ეს დაწესებულება ტიპიურ ჯელტმენთა კლუბად ჩამოყალიბდა.
კლუბმა, პირველ რიგში, ,,ფსონების წიგნით“ გაითქვა სახელი, სადაც ჯელტმენები უცნაურ ნიძლავებს აფიქსირებდნენ. მათგან ყველაზე პოპულარული 3000 გირვანქასტერლინგიანი ნიძლავია–წვიმის რომელი წვეთი ჩამოსრიალდება მინაზე პირველად. სუსტი სქესის წარმომადგენელი კლუბში ვერასოდეს გაწევრიანდება, მამაკაცებს კი  ამის შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ მიეცემათ, თუ კლუბის რომელიმე წევრი გაუწევს რეკომენდაციას. ერთი სიტყვით, თუ თქვენ სამეფო კარის წარმომადგენელი, პოლიტიკოსი, ან საერთოდ, გავლენიანი ადამიანი არ ხართ, საეჭვოა, ამ კლუბში ფეხი შეგადგმევინონ.

Комментариев нет:

Отправить комментарий