среда, 22 августа 2012 г.

საუკეთესო სასმელი სპორტსმენებისთვის


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სასმელი ყველაზე უკეთ აღადგენს დანაკარგს ვარჯიშის შემდეგ.
აშშ–ის ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტში ჩატარებულ გამოკვლევათა სერიამ ცხადყო, რომ ვარჯიშის შემდეგ ცივი კაკაო უფრო სწრაფად  აღადგენს კუნთებს, ვიდრე სპორტსმენებისთვის განკუთვნილი სპეციალური სასმელები.
გამოკვლევის ავტორთა თქმით, კაკაო შეიცავს კუნთების აღდგენისთვის აუცილებელ ცილებს, ასევე–ნახშირწყლებს, რომელიც კუნთოვანი ქსოვილის ენერგეტიკულ რეზერვს ავსებს. გარდა ამისა, რძე ხელს უწყობს ფიზიკური დატვირთვისას საოფლე ჯირკვლების მიერ გამოყოფილი წყლის, კალიუმის, კალციუმისა და მაგნიუმის აღდგენას.
რამდნეიმე ხნის წინ ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კუნთების აღდგენას ტკბილი ყავაც უწყობს ხელს. კოფეინი კუნთებს გლუკოზის ათვისებაში ეხმარება და საგრძნობლად აჩქარებს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ კუნებში გლიკოგენის მარაგის შევსებას.

Комментариев нет:

Отправить комментарий