среда, 22 августа 2012 г.

მწუხარებისა და ბედნიერების ფერები


ცნობილია, რომ დანებების შემთხვევაში ტყვე თეთრი ფერის ალამს აფრიალებს, მაგრამ იაპონიაში, ჩინეთსა და ინდოეთში ის უბედურების, ტრაგედიებიის ფერია. ამასთან მას ავადმყოფობის ფერადაც მიიჩნევენ ინდოეთში, წითელი კი ცხოვრებისა  და სიყვარულის ფერია.ამიტომაც გამოსახავენ სამედიცინო სიმბოლოებზე თეთრ ფონზე წითელ ჯვარს. აზიელები გაკვირვებულები არიან, რატომ იცვამს ევროპელი პატარძალი ქორწილში თეთრ კაბას.
წითელი ფერი საფრანგეთში არისტოკრატიის ფერია, ეგვიპტელებისათვის კი პირიქით–მწუხარების. საფრანგეთის სამეფო კარზე მოხვედრილი ეგვიპტელები გაოცებულები იყვნენ, ვერ მიმხვდარიყვნენ, ფრანგები რას  გლოვობდნენ.
ჩინელებისათვის წითელი ბედნიერების ფერია. იაპონელები წითლით გაბრაზებასა და მრისხანებას გამოხატავენ. ამიტომაცაა იაპონური მულტფილმების გმირები გაბრაზებისას პომიდორივით წითლდებიან.
ამერიკაში სიმხდალესა და ლაჩრობას ყვითლით გამოხატავენ. ჩინელებისათვის ყვითელკლი (ოქროსფერი) ბედნიერებისა და სიმდიდრის, ხოლო იაპონიაში გრაციოზულობისა და დახვეწილობის, ინდიელებისათვის–წარმატების ფერია.
ამერიკელებისათვის მწვანე თავდაცვის ფერია, საფრანგეთში კი დანაშაულს აღნიშნავს.
ევროპელებისათვის შავი გლოვისა და უბედურების ფერია, აზიელებისათვის –ბედნიერი ქორწინებისა და სიყვარულის ფერია.


Комментариев нет:

Отправить комментарий