среда, 22 августа 2012 г.

ამომავალი მზის ქვეყნის უცნაურობები


იაპონელ მოსწავლეებს ორი ფერის ზურგჩანთა აქვთ, გოგონებს–წითელი, ბიჭებს–შავი
იაპონიაში ლუდის მწარმოებელი  სამი კომპანიაა, მაგრამ ყველა სახის ლუდს ერთი ფორმისა და ზომის ბოთლებში ასხამენ.
ამომავალი მზის ქვეყანაში სადილს ჩხირებით–ჰასით მიირთმევენ. სადილობის შემდეგ ჰასის  ამტვრევენ, რათა გადამდები დაავადებისგან თავი დაიცვან. იაპონიაში ერთჯერადი ერთმანეთზე მიწებებული ჰასი იყიდება, რაც იმის გარანტიაა, რომ თქვენამდე იგი არავისს გამოუყენებია.
იაპონელებს შუქნიშანზე მწვანე ფერის ნაცვლად ცისფერი აქვთ.  როგორც ცნობილია , მხედველობის პრობლემების დროს ადამიანებს  წითელისა და მწვანის გარჩევა უჭირთ. გარდა ამისა, იაპონელი მოსწავლეები წითელ მზეს, ყვითელ ,მთვარეს და თეთრ  ცას ხატავენ.
თუ იაპონელი მამაკაცი ვინმეს წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობს, თავს იხოტრავს.
მისალმებისას იაპონელი მამაკაცები თავს უხრიან.
60 წლის იუბილეზე იაპონელი მამაკაცი საჩუქრად წითელ კიმონოს იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ყველას წინაშე ვალდებულებები მოიხადა.
იაპონიაში ბრინჯი ძირითადად კერძად ითვლება. იგი სუფრაზე ყოველი ჭამის დროს უნდა უყოს. ასევე, ჩაი.

Комментариев нет:

Отправить комментарий