среда, 22 августа 2012 г.

Las Vegas-Hotel Luxor


ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლას–ვეგასში მდებარე სასტუმრო  ,,ლუქორი“ 1993 წელს გაიხსნა და მისი მშენებლობა 229მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდა.
სასტუმროს უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას პირამიდის ფორმა აქვს. 107 მეტრის სიმაღლის ,,ლუქორში“ 4400 ოთახია. 1100 ადგილიანი დარბაზისა და უზარმაზარი კაზინოს გარდა, აქ სტადიონის ზომის საცურაო აუზი და მდინარე ნილოსის იმიტაციაც კი არსებობს,რომლის ნაპირებზეც აქლემების მოლაპარაკე მოდელებს შეხვდებით. აქ ლიფტებიც კი არაჩვეულებრივია და დიაგონალზე 39გრადუსიანი დაქანებით გადაადგილდება.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროს განათებული წვერი კოსმოსიდანაც კი ჩანს.
სასტუმროს კიდევ ერთი საოცრებაა სასტუმროს შესასვლელთან მდგარი სფინქსი, რომლის თვალებიც ლაზერის სხივებით ანატებს. ესაა ,,პატარა ეგვიპტე“ დიდ ამერიკაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий