среда, 22 августа 2012 г.

სამეფო კურიოზები


–ტყეში  სეირნობისას ესპანეთის დედოფალი ცხენმა გააქროლა. ქალი ორმა ოფიცერმა გადაარჩინა, მაგრამ დაჯილდოების ნაცვლად, ისინი სიკვდილით დასაჯეს, რადგან უბრალო ხალხს დედოლათან მიკარება ეკრძალებოდა.

–სიამის მეფე მდინარეში ბანაობის დროს დაიხრჩო, რადგან მსახურებს მეფისთვის ხელის მოკიდების უფლება  არ ჰქონდათ.

–1917წელს შედგენილი სამეფო ტრაქტატის მიხედვით, ესპანეთის დედოფალთან ღამის გასატარებლად შესულ მეფეს ფეხზე ოთახის ჩუსტები უნდა ეცვას, მხრებზე შავი , აბრეშუმის ხალათი უნდა ჰქონდეს მოსხმული, მარჯვენა ხელში ხმალი უნდა ეპყრას, მარცხენაში–ლამპა.

–მადაგასკარის დედოფალი რაჰავადონა სიკვდილით სჯიდა ყველა იმ მსახურს, რომელის დაესიზმრებოდა.

–დანიაში მხოლოდ ორი სამეფო სახელი–ფრედერიკი და კრისტიანი არსებობს. პრინცს, რომელიც მეფე უნდა გახდეს, მხოლოდ და მხოლოდ ამ სახელით თუ აკურთხებდნენ.

–იაპონიაში მეფეს მეტსახელი ბრძენმა მწიგნობრებმა უნდა შეურჩიონ, მაგალითად, იმპერატორ ხიროხიტოს ,,გასხივოსნებული სამყარო“ ერქვა, ხოლო იმპერატორ აკიხიტოს, გარდაცვალების შემდეგ, ,,სამყარო და სიმშვიდე“ ერქმევა.

–შვედეთის მეფის, კარლოს–იუჰან XIV–ის გარდაცვალების შემდეგ, ექიმმა მის სხეულზე  აღმოაჩინა ტატუ წარწერით:,,სიკვდილი მეფეებს“. იუჰანი ნაპოლეონის არმიის მარშალი, გვარად ბერანდოტი იყო და მონარქიას სდევნიდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий